ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / ხელოვნება / ლიტერატურა / ფრაზები შემოდგომაზე

ფრაზები შემოდგომაზე

შემოდგომის სუნია. მე მიყვარს რუსული შემოდგომა. რაღაც წარმოუდგენლად სევდიანი, მიმზიდველი და
ლამაზი. საშინლად მინდება წეროებთან ერთად სადმე შორს გაფრენა. [ჩეხოვი]

ზამთარი გრავიურაა, გაზაფხული – აკვარელი, ზაფხული – ზეთის საღებავით შესრულებული ტილო, ხოლო შემოდგომა – სამივე მათგანის მოზაიკა.

შემოდგომა – წლის უკანაკნელი, ყველაზე შთამბეჭდავი ღიმილია.

შემოდგომა – მეორე გაზაფხულია, როდესაც თითოეული ფოთოლი – ყვავილია.

შემოდგომის პირველი ამოსუნთქვა – უბრალოდ ბედნიერება მცხუნვარე ზაფხულის შემდეგ.

მე მიყვარს შემოდგომა, მიყვარს სურნელების გამო, რომლებსაც შევიგრძნობ. ასვე იმიტომ, რომ ნივთები და საგნები წყვეტენ არსებობას. საგნები, რომლებზე ზრუნვაც აღარ გიწევს…

შესანიშნავი შემოდგომაა! მთელი სულით შევიგრძნობ მას, და რომ ვყოფილიყავი ჩიტი, მე შემოვუფრენდი დედამიწას შემდეგი შემოდგომის ძიებაში.

მე ვენდობი ბუნებას მისი სილამაზისა და პრაქტიკულობის კანონად ქცეული წესების გამო: კაცობრიობის დასასრულამდე გაზაფხული დათესს და შემოდგომა მომკის.

ყოველ შემოდგომაზე თავიდან ვიფურჩქნები… [პუშკინი]

მიყვარს შემოდგომის ბუზები. ისინი ყველაზე მარტოსული არსებები არიან დედამიწაზე.

ყოველ წელს შენში რაღაც კვდება, როდესაც ხეებს ცვივა ფოთლები, ხოლო შიშველი ტოტოები მარტოსულად იბუზებიან ზამთრის სუსხიან ქარიან ამინდში. [ჰემინგუეი]

წლის საუკეთესო დრო – სექტემბერია, თუკი ამინდი მზიანია.

 

ახლა ყველაფერი უკანსვლით მიდის. როგორც ფილმში – როდესაც მოქმედებას წინიდან უკან ახვევენ: ხლახი ხდება წყლიდან უკან, ტრამპლინზე. დდგება სექტემებრი, ხურავ სარკმელს, რომელიც გააღე ივნისში, იხდი ტენისის ფეხსაცმელს, რომელიც ასევე ივნისში ჩაიცვი და კვლავ იცვამ კუთხეში მიგდებულ თვილ ფეხსაცმელს. ახლა ხალხი სწრაფად იმალება სახლებში, როგორც გუგული იმალება გუგულის საათში, მას შემდეგ რაც დროს შეგვატყობინებს. ისმის კარის მოჯახუნების ხმა, ყველანაირი ხმაური წყდება, გარდა ხიდან ცამოცვენილი ფოთლების შრაშურისა.[ბრედბერი]

ზაფხული ჩუმად მიიწურა და შემოდგომამაც გადაწყვიტა არამარეს ბოქლომი დაადოს, მანამ სანამ არ გამოჩნდება გაზაფხული.

ერთი ჩამოვარდნილი ფოთოლიც კი შემოდგომის მოახლოების ნიშანია.

 

შემოდგომა ტოვებს თავის სიმსუბუქეს, ნელ-ნელა გადადის ცივ და სუსხიან სეზონში. არც კი მახოვს, რომ ზაფხულს დამშვიდობება მაინც მოესწროს.

როგორც არ უნდა უწევდეს წინააღმდეგობას მეგაპოლისი, შემოდგომის სუფთა და სასიამოვნო არომატს მაინც ვერ დამარხავს.

როდესაც შენს ცხოვრებაში ჩნდება განსაკუთრებული ადამიანი, შემოდგომაც უფრო ლამაზი გეჩვნება…ვეღარ ამჩნევ წვიმას.. მხოლოდ ფერად ქოლგებს!

ბედნიერება შეიძლება დადგეს ნებისმიერ სეზონზე. ბედნიერება – ზოგაგად , ასე ვთქვთ, მეხუთე სეზონია, რომელიდ დგება, არ აქცევს ყურადღევას დროს,თარიღს, კალენდარს და მსგავსს. ის ჰგავს მუდმივ გაზაფხულს, რომელიც მუდამ შენთანაა, ორანჟერეის ვიწრო, მინის სარკმელს მიღმა.

შემოდგომა არ მიყვარს მაშინ, როდესაც ლოდინში ვარ. ველოდები იმ ადამიანს, რომლის გარეშრც შემოდგომას აზრი არ ექნება.

მე მინდა დავინახო, როგორ ჩამოვარდება უკანაკნელი ფოთოლი. მე დავიღალე ლოდინით. მე დავიღალე ფიქრით. მე მინდა გავთავისუფლდე ყველალფრისგან, რაც მბოჭავს – გავფრინდე, სულ ქვემოთ და ქვემოთ, როგორც ერთ-ერთი სევდიანი,დაღლილი ფოთოლი. [ო.ჰენრი]

ირგვლივ ნესტიანი და ცივი ამინიდა, თითქოს სწორედ დღეს დადგა ზაფხულის აღსასრული. უკვე ჰაერში ტრიალებს ცუდად განათებული ტროტუარების, მობუზული მხრებისა და თავზე კაპიშონის სურნელი.
შემოდგომა – ადამიანის სულშია. როგორც გაზაფხული, ზაფხული, ნებისმიერი სეზონი, ნებიზსმიერი ამინდი. ასე რომ ერთი და იმავე წვიმას ზოგი ხელებგაშლილი, სიხარულით აღსავსე ეგებება, ხოლო მეორე იშმუშნება, სევდით ივსება და უფრო მეტაც იმალება საწვიმარში. ამინდი ჩვენშია, ხოლო წვიმა…უბრალოდ წვიმს. ბოროტებისა და სიკეთის, ბედნიერებისა და სევდის ფერებმოკლებული, წვიმა მოდის ჩვენს სულებში.

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი