ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / ქედაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ქედაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

“მანქანა 50 მეტრის სიმაღლიდან მაინც არის გადავარდნილი, ისეა დაჭყლეტილი, ვერ მიხვდები რა მარკის ავტომობილია”“ომარს კი წინა დღეს ძალიან დიდი ენერგია ჰქონდა დახარჯული, თანაც უძილო იყო. ალბათ ჩაეძინა. ჩაეძინა და… ყველაფერი დამთავრდა.”

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ახლგაზრდა ადგილზე დაიღუპა, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მძღოლი კი საავადმყოფოში გარადაიცვალა. როგორც შემთხვევის თვითმხილველები აცხადებენ,”პიკაპის” ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღლობიდან გადავარდა.
ქედის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის, ქირურგ ფრიდონ სირაბიძის თქმით:  “მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში შემოიყვანეს. აღენიშნებოდა პოლიტრავმა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხვადასხვა ორგანოების დაზიანება, ტრავმული შოკი. დაწყებული იყო რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტს მუცლის ღრუს, გულმკერდისა და მენჯის მიდამოების ტრავმები ჰქონდა. გამოძახებული იყო რეანიმაციული ბრიგადა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ მოხერხდა.”

მომხდარმა ტრაგედიამ მთელი აჭარა შეძრა, – შუახევის პატარა სოფელ კლდისუბნიდან, სადაც მხოლოდ 6 ოჯახი ცხოვრობს, სამი ადამიანი ავტოკატასტროფამ შეიწირა, – მათგან ომარ დავითაძე – 48 წლის იყო, მისი ვაჟი – შოთა მხოლოდ 15-ის, გოჩა დავითაძე კი – 21-ის. სოფელში ამბობენ, რომ ბიჭები არა მხოლოდ ოჯახების, თითქმის დაცარიელებული სოფლის იმედიც იყვნენ. უბედურების დღეს ომარ დავითაძე გარიჟრაჟზე ადგა და ბეშუმისაკენ გაემართა, სადაც ომარის ვაჟი 15 წლის შოთა და ბიძაშვილის შვილი გოჩა ისვენებდნენ. იქიდან ბიჭებთან ერთად, ბათუმისკენ წავიდა, ტრაგედიაც სწორედ ამ გზაზე დატრიალდა.

გიორგი დავითაძე, შაუახევის მუნიციპალიტეტრის რწმუნებული სოფელ კლდისუბანში:
– საშინელება მოხდა, ლაპარაკი ძალიან მიჭირს, მეც ხომ დავითაძე ვარ და აქ დავითაძეები ყველა ერთმანეთის ბიძაშვილები ვართ… ჩავთვალოთ, რომ კლდისუბნის ექვსი ოჯახი დავითაძეებიდან ორი სრულიად განადგურებულია. ომარს სამი შვილი ჰყავდა, 2 ვაჟი და გოგონა, უფროს ვაჟს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შოთა იყო ოჯახის იმედი, ბიჭი ვერცხლიწყალივით მოძრავი და აქტიური იყო. ფეხბურთი ისე უყვარდა, შუაღამისას რომ გაგეღვიძებინა და გეთქვა, დილამდე შეუსვენებლად ითამაშეო, სიხარულით გაიქცეოდა სათამაშოდ… გოჩა დავითაძე კი ერთადერთი ვაჟი იყო ოჯახში. ბიჭს მხოლოდ ერთი და ჰყავს.

– მაინც რამ გამოიწვია ავარია, 48 წლის კაცი, წესით, უკვე გამოცდილი მძღოლი იქნებოდა…
გამოცდილება არ უშველის, თუ კაცს იმხელა ტვირთი აქვს საკუთარ თავზე აღებული, რომ მისი ტარება უჭირს, – ჩვენთან, შუახევში ჰესს აშენებენ, ომარი ამ ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა მძღოლად; გახარებული იყო სამუშაო რომ იშოვა, დღესა და ღამეს ასწორებდა, ორმაგ სამუშაოს ასრულებდა ოჯახის სარჩენად. მის უფროს ვაჟს მუდმივად მკურნალობა და წამლების მიღება სჭირდება… ამ ტრაგედიის წინა ღამესაც დიდი დატვირთვით იმუშავა. ალბათ არც ეძინა, მით უფრო რომ გამთენიისას წავიდა ბეშუმში. ბათუმის ტრასა ძალიან საფრთხილო და გადატვირთულია, კაცი მუდამ ფრთხილად უნდა იყო. ომარს კი წინა დღეს ძალიან დიდი ენერგია ჰქონდა დახარჯული, თანაც უძილო იყო. ალბათ ჩაეძინა. ჩაეძინა და… ყველაფერი დამთავრდა. მანქანა 50 მეტრის სიმაღლიდან მაინც არის გადავარდნილი. კლდეებზე ნახათქუნები ისეა დაჭყლეტილი, ვერ მიხვდები რა

მარკის ავტომობილია. ბიჭები რომ მანქანიდან ამოიყვანეს, ამ ქვეყნად აღარც ერთი არ იყო, აზრიც აღარ ჰქონდა ბიჭების საავადმყოფოში მიყვანას. ომარი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა თავის ქალა დაჩეხილი ჰქონდა, ხელ-ფეხი მოტეხილი. საწყალი საავადმყოფოში გარდაიცვალა, რომ ეცოცხლა და გონზე მოსულიყო, იქნებ, ვერც გადაეტანა ბიჭების სიკვდილის ამბავი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2008-2014 წლებში საქართველოში  37 943 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა – 4 449 და დაშავდა 55 900 ადამიანი.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)
წყარო : kvirispalitra.ge

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი