ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / კრიმინალი / ყაჩაღობა გორში – VTB ბანკის ფილიალის მძარცველი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

ყაჩაღობა გორში – VTB ბანკის ფილიალის მძარცველი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

გორში VTB ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. ყაჩაღობა დღისით სამუშაო საათების ამოწურვის დროს მოხდა. უცნობია დამნაშავე მარტო მოქმედებდა თუ თანამზრახველთან ერთად. როგორც ცნობილია ყაჩაღობის დროს ბანკის შენობაში მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელსაც სახეზე სამედიცინო პირბადე ჰქონდა აფარებული.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბანკიდან გამოსული ყაჩაღი იქვე მდგარ ტაქსში ჩაჯდა და მიიმალა, თუმცა ამ ინფორმაციას შსს არ ადასტურებს.

ბანკის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია შეძლო თუ არა დამნაშავემ რაიმე თანხის გატანა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და კრიმინალური პოლიცია.

შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი