ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / ბრძნული აზრები / შენი სიჩუმეც კი შეიძლება იყოს ლოცვის ნაწილი_ ცხოვრებისეული სიბრძნე

შენი სიჩუმეც კი შეიძლება იყოს ლოცვის ნაწილი_ ცხოვრებისეული სიბრძნე

არ არის საჭირო ბევრი სიტყვა, რომ თქვა სიმართლე.

  • რა არის ცხოვრება? ეს არის ციცინათელას სინათლე ღამეში. ეს არის ბიზონის სუნთქვა, როდესაც ზამთარი მოდის. ეს არის ჩრდილი, რომელიც წვება ბალახზე, და დნება დაისის დროს.
  • გიყვარდეს დედამიწა. შენ არ გაქვს იგი მემკვიდრეობით გადაცემული შენი მშობლებისგან, იგი სესხად არის აღებული შენს მიერ შენი ბავშვებისგან.
  • როდესაც ბოლო ხე იქნება მოჭრილი, როდესაც ბოლო მდინარე იქნება მოწამლული, როდესაც ბოლო ჩიტი იქნება დაჭერილი, – მხოლოდ მაშინ გაიგებთ, რომ ფულის ჭამა არ შეიძლება.
  • დაქორწინების პირველ წელს ახალდაქორწინებულები უყურებდნენ ერთმანეთს და ფიქრობდნენ, შეუძლიათ თუ არა რომ იყონ ბედნიერები. თუ არა – ისინი ემშვიდებოდნენ ერთმანეთს და ეძებდნენ თავიანთთვის ახალ მეუღლეს. თუ კი ისინი იძულებულები ყოფილიყვნენ ეცხოვრათ ერთად უთანხმოებაში.
  • შენ ვერ გააღვიძებ ადამიანს, რომელიც თავს იკატუნებს თითქოს სძინავს.
  • დიადი სული არასრულყოფილია. მას აქვს ნათელი მხარეც და ბნელიც. ხანდახან ბნელი მხარე გვაძლევს უფრო მეტ ცოდნას, ვიდრე ნათელი.
    შემხედეთ. მე ღარიბი და მშიერი ვარ. მაგრამ მე ჩემი ხალხის ბელადი ვარ. ჩვენ არ გვჭირდება სიმდიდრე. ჩვენ მხოლოდ გვინდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს იყონ მართლები. ჩვენ მშვიდობა და სიყვარული გვინდა. 
    შენი სიჩუმეც კი შეიძლება იყოს ლოცვის ნაწილი.
    თეთრი ადამიანი ხარბია. ჯიბეში მას დააქვს ტილო, რომელში თავის ცხვირს იხოცებს – თითქოს ეშინია, რომ შეუძლია მოიხოცოს და ხელიდან გაუშვას რაიმე ძალიან ძვირფასი. 
    ჩვენ ღარიბები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ პატიოსნები ვართ.
    ცოდნა დამალულია ყველაფერში. ოდესღაც სამყარო ბიბლიოთეკა იყო.
  • ცოდნა დამალულია ყველაფერში. ოდესღაც სამყარო ბიბლიოთეკა იყო.
    ჩემი ვაჟი არასოდეს არ იმუშავებს მიწათმოქმედებაზე. ის, ვინც მუშაობს მიწაზე, ვერ ხედავს სიზმრებს, სიზმრებში კი ჩვენთან მოდის სიბრძნე. 
    როდესაც ადამიანი ლოცულობს ერთ დღეს, ხოლო შემდეგ ექვს დღეს ცოდვილობს, დიადი სული მრისხავნდება, ხოლო ბოროტი სული იცინის. 
    რატომ იღებთ ძალით იმას, რისი აღება არ შეგიძლიათ სიყვარულით? 
    ძველი დრო მშვენიერი იყო. ბებრები იჯდნენ მზეში თავინთი სახლის ზღურბლთან და ეთამაშებოდნენ ბავშვებს იქამდე, სანამ მზე არ ჩაუშვებდა მათ ძილში. ბებრები ეთამაშებოდნენ ბავშვებს ყოველდღე. ხოლო რომელიღაც მომენტში ისინი უბრალოდ ვერ იღვიძებდნენ
    როდესაც კვდება ლეგენდა და ქრება ოცნება, სამყაროში არ რჩება სიდიადე.
  • რა არის ადამიანი ცხოველების გარეშე? თუ ყველა ცხოველები იქნებიან მოსპობილები, ადამიანი მოკვდება სულის დიდი სიმარტოვისგან. ყველაფერი, რაც ემართება ცხოველებს, ადამიანსაც ემართება.
    ერთი „აიღე“ ორზე უკეთესს „მე მოგცემ“. 
    ნუ მიდიხარ ჩემს უკან – შესაძლოა, მე ვერ წაგიყვან. ნუ მიდიხარ ჩემს წინ – შესაზლოა, მე არ გაგყვები. იარე ჩემს გვერდით, და ჩვენ ვიქნებით ერთი მთლიანი.
    სიმართლე – ეს არის ის, რისი სწამთ ადამიანებს. 
    პატარა თაგვსაც კი აქვს მრისხანების უფლება.

    მე ვიწამები, როდესაც მახსენდება, რამდენი კარგი სიტყვა იყო ნათქვამი და რამდენი დაპირება იყო დარღვეული. ამ სამყაროში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ისინი, ვისაც საერთოდ არ აქვს ლაპარაკის უფლება

  • დაე ჩემი მტერი იყოს ძლიერი და საშიში. თუ კი მე დავმარცხავ მას, მე არ ვიგრძნობ სირცხვილს.
    ის, ვინც ყვება ისტორიებს, მართავს სამყაროს.
    მიისწრაფე სიბრძნისაკენ, და არა ცოდნისაკენ. ცოდნა – ეს წარსულია. სიბრძნე -ეს მომავალია. 
    როდესაც შენ დაიბადე, შენ ტიროდი, ხოლო სამყარო იცინოდა. იცხოვრე ისე, რომ, სიკდილისას, შენ იცინო, ხოლო სამყარომ იტიროს.

Check Also

10599471_632395983525208_7057669117988650108_n

რობინ შარმას პრინციპები :

1. იცოდე, რაც უნდა აკეთო, და არ აკეთო, ეს იგივეა, რაც არ იცოდე რა უნდა ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი