ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / შეწყდება თუ არა სწავლის პროცესი სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ღორის გრიპის ვირუსის გამო

შეწყდება თუ არა სწავლის პროცესი სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ღორის გრიპის ვირუსის გამო

გრიპის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში შიდა კარანტინი გამოცხადდა(პაციენტთა ნახვის საათები გაუქმდა). ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, “რადგან გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არის. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსახლეობა არამცთუ პანიკაში იყოს, არამედ თუნდაც რაიმე დაძაბულობა იყოს”.

ზამთრის არდადეგების შემდეგ სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი სულ რამდენიმე დღეა განახლდა, თუმცა ვირუსებით შეშინებული მშობლები შვილების საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიყვანას უფრთხიან. იმის გასარკვევად, როგორია სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ბავშვების დასწრების მაჩვენებელი და აისახება თუ არა გრიპის შემთხვევათა მატება სასწავლო პროცესზე, AMBEBI.GE განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნატა ასათიანს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სკოლებში ჩვეულებრივად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. გრიპის ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით კი საჭირო რეკომენდაციები სკოლებში უკვე გაიცა: “გადაგზავნილი აქვთ ინსტრუქცია, რაც ითვალისწინებს შემდეგს: მშობლებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ ავადმყოფი ბავშვი სკოლაში არ გაუშვან. სკოლაში თუ დაფიქსირდება გრიპის ნიშნები, აუცილებლად მოხდეს ამის შეტყობინება მშობლებისთვის”, – აღნიშნავს ნატა ასათიანი.

ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბავშვების დასწრება ჩვეულებრივია და სწავლის შეწყვეტის საკითხი ჯერ არ დგას. ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნინო ბურძენიძე აღნიშნავს, რომ “ღორის გრიპის ვირუსის გამო, ბაღებში მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა. ვგულისხმობ დეზინფექციას. განსაკუთრებული ზომებია მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ გაციებული, სურდოიანი, ვირუსული ინფექციის ნიშნების მქონე ბავშვები ბაღში არ დაიშვან. მშობლებს მოვუწოდებთ, ასეთი პატარების ბაღში მიყვანისგან თავი შეიკავონ, რათა ამას გართულებები ან ვირუსით სხვა ბავშვების დაინფიცირება არ მოყვეს. დღეის მდგომარეობით ჩვენთან ერთადერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. დასწრება ნორმალურია. არ აღინიშნება ბავშვების მიერ ბაღის მასობრივად გაცდენის შემთხვევები. რაც შეეხება შემდგომ პრევენციულ ღონისძიებებს, კვლავ იგეგმება დეზინფექცია. ჩვენ ვთანამშრომლობთ დაავდებების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, თუ ეს ვირუსი დაკვალიფიცირდება, როგორც ეპიდემიოლოგიური აფეთქება და მაჩვენებელი მაღალი იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში, დროებით შეწყვეტენ ბაღები ფუნქციონირებას. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის”.

თამარ კორკოტაშვილი
AMBEBI.GE

Check Also

1453368206723433

გურიაში შუახნის ქალბატონი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში, 60 წლამდე ქალბატონი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. სოფელ ჭყონაგორას ტერიტორიული ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი