ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / ზოდიაქო / შვებულების ნაცვლად დაგეგმეთ … რემონტი – როგორი იქნება აგვისტო ზოდიაქოს ნიშნებისთვის

შვებულების ნაცვლად დაგეგმეთ … რემონტი – როგორი იქნება აგვისტო ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ალექსანდრ ლიტვინის აზრით, ივლისი ე.წ. “დამწიფების” თვეა, რომლის მანძილზეც დგება დრო ჭეშმარიტი დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. ხოლო აგვისტო გაცილებით უფრო ქმედით ნაბიჯებს ითხოვს ჩვენგან. ამიტომ იგი არავის ურჩევს, შვებულება აგვისტოში დაგეგმონ. გამომდინარე იქედან, რომ ზუსტად აგვისტო იძლევა შანსს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას კარიერაში და პროფესიული კავშირების კუთხით. შესაბამისად, ამ თვის პასიურად გასატარება არ არის მიზანშეწონილი.

ამიტომ ცნობილი ასტროლოგი და ექსტრასენსი ყველას მოუწოდებს, აგვისტოს თვეში შვებულების ნაცვლად დაგეგმოს … რემონტი, უძრავი ქონების შეძენა ან სულაც მშენებლობა. მისი თქმით, აგვისტოს გამოკვეთილი მატერიალისტური ხასიათი გააჩნია, ამიტომ ნებისმიერი საქმე, რომელსაც ამ თვეში ჩაუყრით საფუძველს, მით უმეტეს, თუ ეს ფინანსურ საკითხებს ეხება, აუცილებლად მოიტანს ხანგრძლივ და რაც მთავარია, მნიშვნელოვან მოგებას თქვენ ცხოვრებაში. ასევე ნუ დაგავიწყდებათ, რომ ზუსტად აგვისტოში ხდება ყველაზე სარფიანი მოლაპარაკებების წარმოება დამსაქმებლებთან, შესაბამისად, მათ ვინცუკეთეს სამსახურს ეძებს, ან საერთოდ ეძებს სამუშაოს ამ თვის პასიურად გატარება არამც და არამც არ ეპატიება.

რაც შეეხება სიყვარულს და პირად ურთიერთობებს, ეს თვე სიყვარულის ფიზიკურ ან მატერიალურ გამოხატულებას უფრო წაახალისებს, ვიდრე ამაღლებულ და რომანტიკულ ემოციებს. ამიტომ სასურველია, მოკლევადიანი რომანებით გაინებივროთ თავი. ხოლო თუ მაინც აპირებთ ხანგრძლივი კავშირის დამყარებას, სასურველია, ეს ურთიერთობა ურთიერთშეთანხმების ხარჯზე მოხდეს და წყვილს შორის პრიორიტეტული მატერიალური მხარე, პროფესიული ინტერესები და ბიზნესი იყოს.

ჯანმრთელობის მხრივ როგორც ლიტვინს მიაჩნია, აგვისტო ის თვეა, როცა ყველაზე მარტივად ხდება ჭარბი წონის დაგროვება ადამიანებში. მისი რეკომენდაციით აჯობებს მშრალი და ცხიმიანი საკვები, თხილეული და ალკოჰოლი მაქსიმალურად შეიზღუდოს რაციონში. აგვისტოს თვეში სისხლის მიმოქცევა რთულდება, მატულობს თრომბის წარმოქმნის რისკი. ასევე ტრავმულობა, რასაც ასტროლოგი გაძლიერებულ გრავიტაციას უკავშირებს, რის ხარჯზეც ადამიანები უფრო ხშირად ეცემიან, ვიდრე დანარჩენ თვეებში.

Check Also

horoskopi-600x580

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით მწერლებისა და მხატვრებისთვის. დახმარებისთვის ნათესავებს მიმართეთ. საღამო მეგობრებთან ერთად ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი