ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / კრიმინალი / შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დაჭრილია, მისი ნათესავი კი მოკლული – ინციდენტი ოქროყანაში

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დაჭრილია, მისი ნათესავი კი მოკლული – ინციდენტი ოქროყანაში

კურიერის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოქროყანაში შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლევან  გვაზავა, დაჭრეს. მისი ახლო ნათესავი კი გარდაცვლილია.

ასევე კურიერის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ორი დაუდასტურებელი ვერსია არსებობს.

ერთი ვერსიით, გვაზავას იარაღიდან გაუვარდა, რამაც მისი ახლო ნათესავი იმსხვერპლა და ამის შემდეგ გვაზავამ თავის მოკვლა სცადა.

მეორე, ასევე დაუდასტურებელი ვერსიით კი, ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ თავდასხმას, რის შედეგადაც გვაზავა დაიჭრა, მისი ნათესავი კი დაიღუპა.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კურიერს ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს. თუმცა, ოფიციალურად ამ ეტაპზე დაჭრილის და გარდაცვლილის ვინაობა არ სახელდება.

თუმცა, შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაჭრილი ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წყარო : rustavi2.com

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი