ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / ეს საინტერესოა / წარმატების ფსიქოლოგია

წარმატების ფსიქოლოგია

რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიდიხართ წარმატებისკენ, მით უფრო ახლოსაა იგი.

ძალიან ბევრი, თავს ანებებს საქმეს მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

დაიმახსოვრეთ, ამ ნაბიჯს სხვები გადადგამენ!”

ნაპოლეონ ჰილი

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კარგად გაიაზრეთ შემდეგი:

ყველაფერი, რაც ხდება ბუნებაში, ხდება განსაზღვრული კანონების მიხედვით

წარმატების ფსიქოლოგიაიფიქრეთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ შეცვალოთ ისე, როგორც თქვენ გსურთ. თვითსრულყოფის პროცესს ხომ საზღვრები არა აქვს.

მნიშვნელოვანია სრულად აკონტროლოთ საკუთარი ემოციები და ეცადოთ მიეჩვიოთ რაციონალურად აზროვნებას. მხოლოდ ლოგიკურ აზროვნებაზე დაყრდნობით შეგიძლიათ გაერკვეთ და ჩამოგიყალიბდეთ აზრი გარე სამყაროზე.

შეეცადეთ შეცვალოთ უკეთესობისკენ ამ სამყაროში და საკუთარ თავში ის, რისი შეცვლაც გსურთ. ნუ აჰყვებით ემოციებს, იფიქრეთ, იაზროვნეთ, სწორად შეაფასეთ მიმდინარე მოვლენები, ყოველი ღონე იხმარეთ, რათა მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები.

 

წარმატების მისაღწევად გააფართოვეთ თქვენი თვალსაწიერი

ადამიანმა, რომელსაც ვიწრო თვალსაწიერი აქვს, ცუდად იცის რას წარმოადგენს ჩვენი სამყარო და რას შეიძლება მიაღწიოს ამ სამყაროში.

მხოლოდ ფართო თვალსაწიერის მქონე ადამიანს შეუძლია დაებადოს ისეთი იდეები, რომელიც მას წარმატებას მოუტანს.

ამიტომ, იყავით რაც შეიძლება ცოდნისმოყვარე! ისწავლეთ და გაიგეთ რაც შეიძლება მეტი. არასოდეს დაკმაყოფილდეთ იმით, რაც უკვე იცით. რეგულარულად გააფართოვეთ თქვენი ცოდნის საზღვრები.

 

წარმატება ურთიერთობის არეალის გაფართოებაა

წარმატების ფსიქოლოგიაგახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც შეიძლება მიაღწიოთ ცხოვრებაში, მიიღწევა მხოლოდ ადამიანების დახმარებით.

მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ რაღაც გიკარნახონ, გირჩიონ, რაიმეთი დაგეხმარონ, შემოგთავაზონ საქმიანი წინადადება და ა.შ.

თუ ეს არ შეუძლიათ გაგიკეთონ თქვენმა ახლობელმა და კარგად ნაცნობმა ადამიანებმა, მაშინ იგივე დახმარება შეიძლება აღმოგიჩინონ თქვენი ახლობლებისა და კარგი ნაცნობების ნაცნობებმა და ა.შ.

ამიტომ, რაც უფრო დიდია თქვენი ურთიერთობის არეალი და წრე ადამიანებისა, სადაც გიწევთ ურთიერთობა, მით უფრო მეტია წარმატების შანსი.

 

მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ რისი მიღწევა გსურთ და დახარჯეთ თქვენი რესურსების დიდი ნაწილი (დრო, ფული და სხვა)  იმ საქმეებზე, რომელიც ყველაზე მეტად გაახლოვებთ დასახულ მიზანს!

 

წარმატების ფსიქოლოგიათუ თქვენ საკუთარ თავს ვერ სცემთ პასუხს, რისკენ მიისწრაფით ცხოვრებაში, წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

თუმცა, თუ იცით კიდეც, რა გსურთ, კარგად დაუკვირდით საკუთარ თავს, ხომ არ ხარჯავთ თქვენს სასიცოცხლო პოტენციალს არაეფექტურად?

დავუშვათ, თქვენ გადაწყვიტეთ მიაღწიოთ განსაზღვრულ მიზანს. იმისათვის რომ მიაღწიოთ ამ მიზანს, აუცილებელია გადადგათ სამი ნაბიჯი (პირობითად):

პირველი ნაბიჯი – გაახლოვებთ მიზანთან 80%-ით, თქვენგან კი მიაქვს 10% დრო და სახსრები.

მეორე ნაბიჯი – გაახლოვებთ მიზანთან 15%-ით, თქვენგან კი მიაქვს 50% რესურსი.

მესამე ნაბიჯი – გაახლოვებთ მიზანთან 5%-ით, თქვენგან კი მიაქვს 40% ძალა და რესურსი.

გასაგებია, რომ უნდა ჩამოყალიბდეთ და გადადგათ პირველი ნაბიჯი, მაგრამ დაფიქრდით, ყოველთვის ასე იქცევით ცხოვრებაში? ხდება ხოლმე, რომ წვალობთ, დიდ დროსა და ენერგიას უთმობთ რთულად შესასრულებელ წვრილმანებს, მაშინ როცა შეიძლება შეიცვალოს რამე მთავარ საკითხში, ან საერთოდ ისე შეიცვალოს გარემოება, რომ თქვენი ძალა და ენერგია ტყუილად აღმოჩნდეს დაკარგული.

ამიტომ, ხშირად დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა – ”რამდენად მაახლოვებს დასახულ მიზანთან და წარმატებასთან ის, რითაც ეხლა ვარ დაკავებული?  ხომ არ შეიძლება დავკავდე რამე უფრო სასარგებლო და მნიშვნელოვანით, ვიმოქმედო უფრო ეფექტურად.”

მიზნისკენ  მიმავალ გზაზე დაჟინებით განახორციელეთ  მცდელობები ერთი მეორეზე მიყოლებით. ნურასოდეს დაყრით ფარ-ხმალს  

ყველა ახალი მცდელობა არა მარტო მექანიკურად დაგაახლოვებთ  მიზანს,  არამედ შეგძენთ ყველაზე მთავარს, რაც დაგეხმარებათ ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში – ეს არის გამოცდილება.

მიზნის მიღწევისთვის, ყოველი ახალი მცდელობის შემდეგ, თქვენ მიიღებთ სულ უფრო მეტ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ყოველი  შემდგომი მცდელობა გაცილებით  წარმატებული იყოს.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე თუ არ გაგიმართლათ, მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულეთ, ხოლო თუ გაგიმართლათ, ბედს უმადლოდეთ და მადლობა შესწირეთ უფალს

მცდელობა იმისა, რომ გადააბრალოთ საკუთარი წარუმატებლობა რამეს ან ვინმეს, ცუდ სტიმულს მისცემს საკუთარ თავზე მუშაობის პროცესს. ხოლო საკუთარი თავით უკმაყოფილება, საშუალებას მოგცემთ ეძებოთ გზები შემდგომი წარმატებული თვითსრულყოფისკენ.

უკვე მიღწეულით განსაკუთრებული სიხარული და კმაყოფილება, მხოლოდ მოგადუნებთ. ამიტომ, უმჯობესია მიღწეული წარმატებისთვის ბედს უმადლოდეთ და მადლობა შესწიროთ უფალს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ვითარება თქვენს საწინააღმდეგოდ შეიცვალოს.

იყავით მზად გადახედოთ თქვენს მიზნებს ცხოვრებაში

მთავარია სწორად გაიგოთ… აქ არ იგულისხმება, რომ როგორც ქარაფშუტა ადამიანმა ემოციების ზეგავლენით რეგულარულად ცვალოთ თქვენი პრიორიტეტები და მისწრაფებები. ადამიანი პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში ვითარდება და ის, რითაც დღეს დაკავებულია თქვენი გონება, შეიძლება ხვალ სულაც აღარ მოგეჩვენოთ საინტერესოდ.

ამიტომ, ნუ მიიღებთ  ისეთ კატეგორიულ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიგიყვანთ იქ, სადაც მოიწყენთ და საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ მოახდენთ.

უმჯობესია დასაწყისშივე დაისახოთ ზოგადი, ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი მიზნები, მაგალითად როგორიცაა:

სიცოცხლის  მაქსიმალურად გახანგრძლივება;

მატერიალური დამოუკიდებლობის მოპოვება;

საზოგადოებრივ მოღვაწეობაში აქტიური ჩართულობა;

ამ მიზნების არეალში მოქმედება თავიდან აგაცილებთ საკუთარი რესურსების უაზრო ხარჯვას, რადგან მათ მისაღწევად დახარჯული დრო, სახსრები და ენერგია არასოდეს იქნება ზედმეტი და ამაო.

შეიძლება სხვა, თქვენთვის სასურველი მიზნის დასახვაც, მხოლოდ შეეცადეთ წინასწარ განჭვრიტოთ, იქნება თუ არა თქვენი მიზანი აქტუალური შორეულ პერსპექტივაშიც.

 

წყარო : aura.ge

Check Also

627a80389b6f

კატანა – სამურაის ხმალი

ალბათ გინახავთ აზიურ ფილმებში რა სასწაულებს აკეთებენ  სამურაის ხმლით იგივე კატანით  (Katana) , ერთი ხმლის ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი