ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / საქართველო / ხალხის აზრი: აი ვინ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა! 4 შვილის დედა, რომელსაც 5 ინდოელი მამაკაცის ცემისთვის 28 წელი აქვს მისჯილი!

ხალხის აზრი: აი ვინ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა! 4 შვილის დედა, რომელსაც 5 ინდოელი მამაკაცის ცემისთვის 28 წელი აქვს მისჯილი!

37 წლის თეა სირაძეს 2010 წელს 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო 28 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ოთხი შვილის დედის ბრალდება ოფიციალურად საკმაოდ მძიმეა, მას ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება ბრალად, თუმცა მსჯავრდებული ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და რომ 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა. სასჯელი, 28 წელი ამინისტიის წყალობით შეუმსუბუქდა და ახლა მას 13 წელი დარჩა მოსახდელი.

თეა სირაძე: ” 5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე და ამიტომ დამაკავეს. მაშინ სასამართლომ 28 წელი მომისაჯა. ამნისტიის წყალობით, ეს წლები ჩამომაკლდა, სასჯელთა შეკრებითობაც გაუქმდა და საბოლოოდ, 13 წელი უნდა მოვიხადო. მართალია, ჩემს ბრალში აღნიშნულია, თითქოს გავიტაცე ინდოელები ფულის გამოძალვის მიზნით და ჩავიდინე ხულიგნობაც, მაგრამ ამ ბრალს არ ვეთანხმები. ინდოელებს ჩემი მეგობრის ვალი ჰქონდათ, მე მათ ამ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. 4. 500 დოლარი ჩემს მეგობარ გოგონას ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები. უცხოეთში გასასვლელ ვიზებზე მუშაობდნენ, ფული წაიღეს და უკან აღარ უბრუნებდნენ. მეგობარმა შემომჩივლა, – შენი ფული მათ მივეცი და გადამაგდეს, ფულს აღარ მიბრუნებენო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მათთან შეხვედრა. მოვთხოვე, თანხა დაებრუნებინათ. თავიდან უარს ამბობდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ 10 დღეში მომცემდნენ კუთვნილ თანხას. იმ დღეს ვარკეთილში ამ ფულის წამოსაღებად მივედი. სახლში 5 ინდოელი დამხვდა. ძალიან უხეშად მომმართეს, აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იგინებოდნენ. ფაქტობრივად, იმ დროს მათგან თავს ვიცავდი. ხუთივე ბიჭს მაგრად ვცემე. რა მექნა, თავი ხომ უნდა დამეცვა?”.
თეა სირაძეს უფროსი შვილი ამჟამად 20 წლისაა, შემდეგი 12 წლის, ხოლო უმცროსები 7 და 8 წლის. მათ თეას დედა და მეუღლე ზრდის.

თეა სირაძის ამ მძიმე ისტორიას სოციალურ ქსლეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ ხალხის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს:

“თეა ჩემი აზრით დასაჭერი კი არა მედალი უნდა გადაეცეს მისი ასეთი მდგომარეობის გამო..განა შეიძლება ქალი 4 შვილის დედა მამაკაცების ცემის გამო იჯდეს ციხეში…ვენაცვალე მაგის მარჯვენას…თავისუფლება თეას…♥”

“მაია წყნეთელის, თინა წავკისელისა და თამარ ვაშლოვნელის ქვეყანაში თეა ციხეში იჯდეს ნამდვილად ეროვნული სირცხვილია. თავისუფლება თეას! არაერთხელ გადასცეს ტელევიზიით თუ როგორ ძალადობენ ინდოეთში ქალებზე, რადგან ქალმა მოახერხა თავის დაცვა, ამის გამო ციხეში უნდა იჯდეს?”

“გაიხარე მე ვამაყობ თქვენით მითუმეტეს არ გიცნობთ ნამდვილი ქალი ხარ და ქალზე მეტიც შენი ოჯახი უნდა ამაყობდეს შენით ბარაქა შენს ქალობას გენაცვალე მარჯვენაში”

“თეა ნეტავი გარეთ იყო აქაც მაგრა გებერტყა ეს ჩამოღვენთილები .”

“ციხეში კი არა კვარცხლბეკზე უნდა იდგეს”

“რა ცოდოა, გამოუშვან 4 შვილის დედაა, “გააბლატავეს” ეს გადამთიელები, გარეკონ აქედან, რა უნდათ, რას გადაგვჭამეს?”

” ქალი რომ 5 მამაკაცს სცემს როგორ უნდა დაიჭირო, თან 4 შვილის დედა”

“უსამართლო სამართალი……….”

მაშინ 28 წელი კუდაბზიკობისა და ბაქიობისათვის მიუსაჯეს? გალახვას კი არა გატაცებასა და გამოძალვას აბრალებენ. 5-ის გალახვა უფრო იოლია მგონი ერთი ქალისაგან, ვიდრე გატაცება. სანამ რამეს დაწერთ, ცოტა მოხარშეთ. ინდუსის გალახვას რა უნდა, მაგათზე ლაჩარი ხალხი არ არსებობს, ქალებთან მაგარი თავხედები არიან, თუ ძალა ნახეს, ქვეშ ისვრიან.”

”რა ამბავია, დაგექცეთ სამართალი, ჯაშუშები გარეთ გამოუშვით და ასეთი ქალი ციხეში ჩასვით, გამოუშვით მარაზმატიკებო–ოთხი შვილის დედაა ბოლოსდა ბოლოს!!! გენაცვალე თეა დღეიდან შენი ფანი ვარ!!!”

“არის ოთხი არითმეტიკული მოქმედება – შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა. საიდან “იღებთ ამ ბარათებს”?!. რას ნიშნავს “შეკრებითობა”?
კი, მაგრამ არ შეიძლება საქმის გადასინჯვა?!. როგორია 13 წელი?! ბავშვები უდედოდ?! როგორც სპორტსმენი აღზევებულია! ინდოელებს “ახსოვთ” ქართველები!… თეა, როგორც მშობელი დაჩაგრულია!!!!!!!!!”

“ნეტა ვინ იყო ის მოსამართლე ვინც შენ გაგასამართლა არ შერცხვა ამ სასჯელის? მაგრამ ისიც ნაბიჭვარი ნაციონალი იქნებოდა და ფული არ მიეცი ბობოლებისთვის, კუბლაშვილის სასამართლოოოოოო.”

“აი ვინ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა.”

გამოყენებულია  http://intermedia.ge/ მასალა

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი