ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / ხელოვნება / ლიტერატურა / ჰემინგუეის ეპიტაფია მემორიალზე

ჰემინგუეის ეპიტაფია მემორიალზე

1939 წლის შემოდგომის ერთ მშვენიერ, თბილ დღეს ერნესტ ჰემინგუეი კეტჩუმის სასაფლაოზე იდგა და თავისი მეგობრის, გენე ვან გუილდერის (Gene Van Guilder) მიმართ მიძღვნილ სიტყვებს წარმოთქვამდა. პუბლიცისტი გენე ვან გუილდერი ტრაგიკულად იქნა მოკლული ჰაგერმანის დაბლობში (Twin Fall-თან ახლოს) ჩიტებზე ნადირობისას.

ჰემინგუეი აღფრთოვანებული იყო  გენე ვან გუილდერის მწერლური და მხატვრული ტალანტით და არაჩვეულებრივად ლირიკულ ლექსად გამოხატა მეგობრის ღრმა სიყვარული ცენტრალური აიდაჰოს ბუნების მიმართ.

“მას უყვარდა ზაფხულის თბილი მზე და მთის მაღალი კალთები, ღარები ხის ქერქზე და ტბათა უეცარი წმინდა ლურჯი ფერი. მას უყვარდა მთები ზამთარში, როცა თოვლი იფარება”, – ამბობდა ჰემინგუეი. “ყველაფერზე მეტად მას უყვარდა ვარდნა ყვითელ ფოთლების, ალვის ხეთა უსიერ ტყეში, ფოთლები მცურავნი კალმახთა დინებისას, და მთებს ზემოთ, მაღალი, ლურჯი მოწმენდილი ცა. მას უყვარდა ნადირობა, თოფის გასროლა, უყვარდა თევზაობა”.

მოგვიანებით, ჰემინგუეის მკვლევარები თვლიდნენ, რომ ჰემინგუეის მხოლოდ გენე ვან გუილდერისათვის არ მიუძღვნია ეს სიტყვები, რომელთანაც მცირე ხნით ნაცნობობა ჰქონდა, არამედ საკუთარ თავსაც. მართლაც, ჰემინგუეის ბევრი რამ უყვარდა სიცოცხლეში – მწერლობა, ქალები, ღვინო, ხართა ბრძოლა, გიგანტური მარლინების ჭერა. 1939 წლის იმ ტრაგიკული შემოდგომის დღის შესახებ მოგონება სიკვდილამდე გაჰყვა ჰემინგუეის.

ერნესტ ჰემინგუეი დაკრძალეს კეტჩუმის სასაფლაოზე. ცხედარს მიაცილებდა ოჯახი და ორმოცდაათამდე მოწვეული სტუმარი. ადგილობრივმა კათოლიკე მღვდელმა, მამა რობერტ ვოლდმანმა პარაკლისი გადაიხადა, რომლის შემდეგ მიწას მიაბარეს მწერლის ცხედარი.

მწერლის პატივსაცემად, 1966 წლის 21 ივლისს, დაბადების 67 წლისთავის აღსანიშნავად, კეტჩუმში დადგეს ერნესტ ჰემინგუეის ბრინჯაოს ბიუსტი. პიედესტალზე ამოტვიფრულია ჰემინგუეის სიტყვები, რომელიც მან მეგობარს დაუწერა:

ყველაფერზე მეტად მას უყვარდა ვარდნა
ყვითელ ფოთლების, ალვის ხეთა უსიერ ტყეში.
ფოთლები მცურავნი კალმახთა დინებისას
და მთებს ზემოთ,
მაღალი, ლურჯი მოწმენდილი ცა.
და ახლა იგი არს მათი ნაწილი მარად.

Check Also

hqdefault

ვაჟა ფშაველა (დოკ. ფილმი 2011 წ.)

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი