ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / ჰიტლერის „ჩემი ბრძოლა“: მსოფლიოში ყველაზე საშიში წიგნი?

ჰიტლერის „ჩემი ბრძოლა“: მსოფლიოში ყველაზე საშიში წიგნი?

2015 წლის ბოლოსთვის გერმანიას ჩამოართმევენ ადოლფ ჰიტლერის „ჩემი ბრძოლის“ საავტორო უფლებებს. რა მოხდება, როცა ხელისუფლება ვეღარ შეძლებს მის ბეჭვდას და გავრცელებას?

„მათ სურდათ ბიბლიის ჩანაცვლება“,_ განაცხადა რარიტეტების ექსპერტმა სტეფან კელნერმა. ის აღწერს, თუ როგორ გადააქციეს ნაცისტებმა ძნელად საკითხავი, მომაბეზრებელი წიგნი – ნახევრად მემუარი, ნახევრად პროპაგანდული წიგნი – მესამე რაიხის იდეოლოგიის ნაწილად.

„ჩემი ბრძოლის“ საავტორო უფლებების დაკარგვა ნიშნავს, რომ ყველა შეძლებს თავიანთი რედაქციით გერმანიაში მის გამოქვეყნებას. BBC თავის სპეციალურ გადაცემაში „Publish or Burn“, ეცდება გაარკვიოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია მთავრობას ამ სახელგანთქმულ წიგნზე. გადაცემის პროდიუსერის მიხედვით, ის ჯერაც რჩება ერთ–ერთ საშიშ წიგნად. „ჰიტლერის ისტორია მისი სათანადოდ შეუფასებლობის ბრალია; დიახ, ხალხი სათანადოდ ვერ აფასებს ამ წიგნს,“ ამბობს ჯონ მარფი, რომლის ბაბუამ სრული ვერსია ინგლისურ ენაზე 1936 წელს პირველად თარგმნა.

 

„არსებობს სერიოზული საფუძველი მისი არასწორი ინტერპრეტაციისა. ამასთან ჰიტლერმა „ჩემი ბრძოლა“ 1920–იან წლებში დაწერა და რაც მან იქ ილაპარაკა, შემდგომ შეასრულა კიდეც. ადამიანებს რომ დროულად მიექციათ მეტი ყურადღება, იქნებ შეემჩიათ კიდეც საფრთხე.“

მიუნხენში 1923 წელს ლუდის პუტჩის ჩაახშობის შემდეგ ადოლფი სახელმწიფო ღალატის მიზეზით დააპატიმრეს. სწორედ ამ დროს „ჩემი ბრძოლის“ წერა დაიწყო ციხეში. წიგნში ყურადღებას ამახვილებდა თავის რასიზმსა და ანტი–სემიტურ შეხედულებებზე. მოიპოვა რა ძალაუფლება, ათწლეულების შემდეგ წიგნი გახდა მთავარი ნაცისტური პროგრამა. გამოქვეყნდა მისი 12 მილიონი ეგზემპლარი. სახელმწიფო მას ახლად დაქორწინებულ წყვილებს საჩუქრად აძლევდა; გამოჩენილ უფროს მოხელეებს მისი მოოქროვილი ყდიანი გამოცემა ურიგდებოდათ.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, როცა აშშ–ს სამხედროებმა დაიჭირეს ნაცისტების გამომცემელი ეჰერ ვერლაგი, „ჩემს ბრძოლაზე“ საავტორო უფლებები ბავარიის ხელისუფლებას გადაეცა. ისინი ყურადღებას აქცევდნენ, რომ წიგნი გერმანიაში გამოქვეყნებულიყო მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში, მაგრამ 2015 წლის დეკემბერში იწურება მისი საავტორო უფლებების ვადა, რამაც გამოიწვია ცხარე კამათი, თუ როგორ გაკონტროლდეს წიგნის გამოქვეყნების უფლება.

„ბავარიელები იყენებდნენ საავტორო უფლებებს, რათა გაეკონტროლებინათ „ჩემი ბრძოლის“ გამოცემა, მაგრამ საავტორო უფლების ვადა მთავრდება. რა მოხდება შემდგომ?“ _ ამბობს მარფი. „ეს საშიში წიგნია, იგი ჯერ კიდევ სახიფათოა. საკითხი ეხება ნეო–ნაციზმს და არის საშიშროება, ხალხმა ის არასწორად გაიგოს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების წაკითხვის შემთხვევაში.“

 

არის კითხვებიც იმის თაობაზე, ვინმეს გაუჩნდება თუ არა სურვილი გამოაქვეყნოს „ჩემი ბრძოლა“. New Yorker–ის მიხედვით, „ის სავსეა მაღალფარდოვანი, ძნელად გასააზრებელი წინადადებებით, ისტორიული წვრილმანებით. მიბმულია იდეოლოგიას და ნეო–ნაცისტებიც და ისტორიკოსებიც ცდილობენ, მას თავი აარიდონ.“

მიუხედავად ამისა, ინდოეთში წიგნი პოპულარული გახდა პოლიტიკოსებში, რომლებსაც ინდური ნაციონალური იდეოლოგიისკენ მიდრეკილებები გააჩნიათ. „საკუთარი თავის დამკვიდრების პროცესში ის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წიგნია“,_ ამბობს ატრაი სენი, თანამედროვე რელიგიის და კონფლიქტოლოგიის ლექტორი მანჩენსტერის უნივერსიტეტიდან. „თუ ამოიღებთ ანტი–სემიტიზმს, მაშინ ეს იქნება წიგნი პატარა კაცზე, რომელიც იყო ციხეში, ოცნებობდა მსოფლიოს დაპყრობაზე და გადაწყვიტა ასე გაეკეთებინა კიდეც.“

გამოქვეყნების მოწინააღმდეგებს ასევე ეშინიათ კონტექსტიდან ამოღებული ფრაზების გავრცელების. გადაცემაში Publish or Burn, ლუდვიგ ანგერი, ბავარიის კულტურისა და განათლების მინისტრის წარმომადგენელი, ამბობს: „შედეგი ამ წიგნისა იყო ის, რომ მილიონობით ადამიანი მოკლეს, მრავალი შეურაცხყვეს. ომის პერიოდში აოხრდა მთელი ქვეყნები. მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება და უნდა წაიკითხო გარკვეული ადგილები შესაბამისი ისტორიული, კრიტიკული კომენტარებით.“

საავტორო უფლებების ამოწურვისას თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტი მიუნხენში გეგმავს გამოუშვას „ჩემი ბრძოლის“ ახალი რედაქცია. მასში იქნება ორიგინალი ტექსტი, რომელსაც თან დართული ექნება კომენტარები. ზოგი ნაციზმის მსხვერპლი ეწინააღმდეგება ამ მიდგომას. ჰოლოკოსტისგან გადარჩენილების კრიტიკის შემდეგ ბავარიის მთავრობამ თავი შორს დაიჭირა ინსტიტუტის დახმარებისგან.

მიუხედავად ამისა, წიგნის აკრძალვა არ იქნება კარგი გამოსავალი. New York Times–ის შეხედულებების გვერდზე განაცხადეს, რომ „ცუდი ნაცისტური გავლენისგან ახალგაზრდა თაობის  დასაცავად უკეთესი იქნება ჰიტლერის სიტყვებთან ღია  ბრძოლა, ვიდრე მისი ჩრდილში მიმალვა.“

მარფი აცნობიერებს, რომ წიგნის გლობალური აკრძალვა შეუძლებელია. „ეს უფრო ეხება იმას, რომ ბავარიის ხელისუფლებამ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მათ უნდა წარმოაჩინონ თავიანთი პოზიცია, თუნდაც ის რომ ყველა ადამიანს ამ წიგნზე ხელი მიუწვდებოდეს.“

Publish or Burn გადაცემის წამყვანი კრის ბოლბაის აზრით, სიმბოლურ ქმედებებს ჯერაც გააჩნიათ მნიშვნელობა. როცა საავტორო უფლებები ამოიწურება, მთავრობა გეგმავს კანონის მეშვეობით დასაჯოს რასისტული სიძულვილის წამქეზებლები. „ჩვენი გადმოსახედიდან ჰიტლერის იდეოლოგია ხელს უწყობს მსგავს ქმედებას“,_ ამბობს ლუდვიგ ანგერი _ „ის საშიში წიგნია ცუდ ხელში.“

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი