ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / ურთიერთობა / 20 ნიშანი იმისა, რომ მონათესავე სული იპოვეთ

20 ნიშანი იმისა, რომ მონათესავე სული იპოვეთ

“…საბრალოა მხოლოდ სული ობოლი, ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი…”  როგორ ამოვიცნოთ მონათესავე სული?

რა ხდება ჩვენს თავს დაბადებამდე და სიკვდილის მერე… ეგ არავინ იცის. მაგრამ, არსებობს მოსაზრება, რომ როდესაც ცოცხალი არსება კვდება, მისი სული ნაწილებად იშლება. როდესაც შემდეგ ცხოვრებაში შეხვდება ვინმე, ვინც მისი მონათესავე სულია, იგი მასში თავისი სულის ნაწილს ამოიცნობს.  ასეა თუ სხვაგვარად… მაგრამ მონათესავე სულის ძიება ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების მთავარი ოცნებაა. და უდიდესი ბედნიერება, თუ ასეთი შეხვედრა შედგა.

20 ნიშანი იმისა, რომ მონათესავე სული შეგხვდა.

1. მონათესავე სული შენდამი უსაზღვროდ ლოიალურია (გპატიობს იმას, რასაც სხვები არ გაპატიებენ, იმიტომ რომ… თავადაც ატარებს ამ თვისებას).

2. იგი ყოველთვის მხარს გიჭერს ( არ გეტყვის, ეს არ გამოგივა, ვინ მოგცა შენ მაგის უნარი და ა.შ… არ ეცდება, მიწაზე ჩამოგიყვანოს და დაგანახოს, რომ ფრთები არ გაქვს. პირიქით).

3. მას იგივე ცხოვრებისეული ორიენტირები აქვს (იგივე წარმოდგენა – რა არის კარგი და რა – ცუდი, როგორ და რისთვის ღირს იცხოვრო).

4. შენი მონათესავე სული შენში იწვევს აღტაცებას და ემოციურად ამაღლებულ განწყობას (რასაც შეყვარებულობა ჰქვია).

5. თქვენი ურთიერთობა კომფორტულია მაშინაც კი, როდესაც კამათობთ (იმიტომ რომ სულიერი სიახლოვე უფრო ინტენსიურია, ვიდრე აზრთა სხვადასხვაობა).

6. მონათესავე სული გაძლევს რწმენას, რომ შენ – განსაკუთრებული ხარ (როგორც მინიმუმ, მისთვის. არ გეტყვის – ნახევარი სამყარო შენნაირია).

7. სულიერი სიახლოვე თქვენს შორის ტრანსცენდენტულია (როდესაც გიჩნდება შეგრძნება, ადრეც გიცნობდი, თითქოს, ყოველთვის გიცნობდი).

8. მონათესავე სული აფასებს თქვენს სიყვარულს.

9. იგი თვლის, რომ თქვენ შეუდარებელი ხართ.

10. იგი გეხმარება, თავი დაცულად იგრძნო (მისი იმედი უკიდურეს გაჭირვებაშიც შეიძლება გქონდეს. და არა მარტო მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგად გაქვს და გართობაში კომპანიონი გჭირდება).

11. გაქვს შეგრძნება, რომ შეგიძლია მას ბოლომდე ენდო (იმიტომ, რომ არასდროს გაგკიცხავს, სხვას შენს ნათქვამს არ მოუყვება და არ იტყვის: იცით, რა მითხრა? ეგ ვინ ყოფილა…)

12. შენ არა მარტო  განიცდი უსაშველო სიყვარულს, არამედ გრძნობ კიდეც მას (თქვენს შორის სიყვარული ორმხრივია).

13. შენ სულიერად უფრო ახლოს ხარ მასთან, ვიდრე ვინმე სხვა.

14. თქვენ შეიძლბა მდუმარედ ისხდეთ, მაგრამ შენ იცი, ის რაზეც ფიქრობს (როგორც მინიმუმ, არაფერს შენს საზიანოს და არაფერს ისეთს, რასაც არ გაგიზიარებს, ან იფიქრებს, რომ გითხრა, ვერ გამიგებ. მას ისეთ რამესაც გაუგებ, რასაც, ზუსტად იგივეს, მაგრამ სხვისგან არ მიირებ).

15. უბედურების ჟამსაც მასში ძალას პოულობ.

16. იგი გიზიარებთ ყველა ოცნებას, ყველა იმედს და ყველა საიდუმლოებას.

17. მას იგივე წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ როგორ უნდა აღზარდო ბავშვები.

18. იგი ყოველთვის ითვალისწინებს თქვენს აზრს დიდსა თუ პატარა ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებში.

19. იგი ყოველთვის გიბიძგებს უკეთესი და უფრო წარმატებული იყო და შენც იგივეთი პასუხობ.

20. თქვენი ერთად ყოფნა ორივეს წარმატების საწინდარია.

წყარო: : Android Jones

 

Check Also

11846745_535964856555094_8910270906968894880_n

სანამ სიყვარული და ნდობაა…

ველის პირას სიყვარული და განშორება იდგნენ და ახალგაზრდა წყვილის ჭვრეტით ტკბებოდნენ. განშორება ეუბნება სიყვარულს: – ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი