ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / საქართველო / 21 ივლისიდან ფიროსმანის ნახატის, „არსენალის მთა ღამით“ ხილვა ეროვნულ გალერეაში იქნება შესაძლებელი

21 ივლისიდან ფიროსმანის ნახატის, „არსენალის მთა ღამით“ ხილვა ეროვნულ გალერეაში იქნება შესაძლებელი

ნიკო ფიროსმანაშვილის ცნობილი ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით“, რომელიც 2015 წლის 1 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა Christy’s-ის აუქციონზე შეიძინა, მფლობელის გადაწყვეტილებით, საჩუქრად საქართველოს გადაეცა.

2015 წლის 21 ივლისიდან, მთელი კვირის განმავლობაში, ეროვნულ გალერეაში შესვლა თავისუფალი იქნება და ნამუშევრის ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.

დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ შედევრი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდში ჩაირიცხა, რომელშიც ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციაა დაცული.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით თავდაპირველად „არსენალის მთა ღამით” დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის სხვა ნამუშევრების გვერდით გამოიფინება. აღსანიშნავია, რომ ეს სურათი თბილისში ერთადერთხელ, 1919 წელს, ამავე საექსპოზიციო სივრცეში ქართველი მხატვრების დიდ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 96 წლის შემდეგ ის კვლავ ქვეყანას დაუბრუნდა.

წყარო : newposts.ge

Check Also

11822684_967640113288359_1314748585797646663_n

„აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“ – წარწერა რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობაზე

რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან, 2008 წლის აგვისტოს ომიდან შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი