ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სილამაზე & ჯანმრთელობა / 5 წუთში – ბრაზილიური უკანალი

5 წუთში – ბრაზილიური უკანალი

ამისათვის თქვენ უნდა გააკეთოთ შემდეგი ვარჯიშები:

1.გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე. დაჭიმეთ დუნდულები და ჩაიბუქნეთ ისე, რომ მუხლები არ გადავიდეს ფეხის თითების ხაზიდან. ამასთან, ხელები წინ გაშალეთ.
შეყოვნდით ამ მდგომარეობაში 2 წამი, შემდეგ დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ 20-ჯერ. შესვენება მხოლოდ ნახევარი წუთი!

2. გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე, ტერფები გაასწორეთ, წვერები წინ მიმართეთ. ჩაჯექით ისე, რომ მუხლების მოხრის კუთხე 90 გრადუსს შეადგენდეს.
მარცხენა ფეხი გასწიეთ უკან და ღრმად ჩაჯექით. ამ დროს მარჯვენა ხელით იატაკს ეხებით, ხოლო მარცხენა ხელი აწეული გაქვთ ისე, რომ ხელისგული სახეს გაუსწორდეს. გაიმეორეთ 20-ჯერ თითოეული ფეხისთვის.

3. ჩაჯექით ისე, რომ მოხაროთ მხოლოდ მარცხენა ფეხი 90 გრადუსზე, ხოლო მარჯვენა მუხლი უყურებდეს იატაკს.
ახლა ორივე ფეხზე დაყრდნობით გაიმართეთ. ჰაერშივე შეცვალეთ საყრდენი ფეხი და ისევ ჩაჯექით მეორე ფეხით. გაიმეორეთ 20-ჯერ თითოეულ მხარეს.

4. შეაერთეთ ფეხები, ტერფის წვერები წინ გაქვთ მიმართული, ხელები გაქვთ განზე გაშლილი. გადაიტანეთ სხეულის წონა მარცხენა ფეხზე და მოხარეთ მუხლი 45-დან 90 გრადუსამდე, ხოლო მარჯვენა ფეხი გააცურეთ გვერდზე 4 დათვლაზე.
გაიმეორეთ 20-ჯერ თითოეულ მხარეს.

5. გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე, ხელებიც განზე. მოხარეთ მუხლები და წონა გადაიტანეთ ფეხის წვერებზე. ახლა გასწორდით და მარჯვენა ფეხი გასწიეთ უკან, თეძოები მაქსიმალურად დაჭიმეთ და გადაიხარეთ ტანით წინ, ხელები გაშალეთ, წინ მიმართეთ. დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ 20-ჯერ თითოეულ მხარეს.

წყარო :etanews.ge

Check Also

1402924590329618

კბილის დაბჟენა ბურღის გარეშე! – გადატრიალება სტომატოლოგიაში

ერთ-ერთი ყველზე მძიმე ხმა, რომლის ატანაც ყოველ ჩვენგან წელიწადში ერთხელ მაინც უწევს სტომატოლოგთან ვიზიტის დროს. ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი