ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / მშობლები / 6 მარტივი ვარჯიში ხერხემლისა და ზურგისთვის

6 მარტივი ვარჯიში ხერხემლისა და ზურგისთვის

თამაში ბავშვის საყვარელი საქმიანობაა. კარგი იქნება, თუ ამ საქმეს არა მარტო გართობის, ჯანმრთელობის სასარგებლოდაც გამოიყენებთ.
გთავაზობთ მარტივ სახალისო ვარჯიშებს, რომლების ხელს უწყობს კარგი აღნაგობის ჩამოყალიბებას, ხერხემლის გაძლიერებას და ზურგის კუნთების გამაგრებას. ეს ვარჯიშები განსაკუთრებით სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის პრობლემების მქონე პატარებს გამოადგებათ. გააკეთეთ ვარჯიშები ბავშვებთან ერთად და უფრო სიამოვნებით აიყოლიებთ.

ჯადოსნური ჯოხი
საწყისი მდგომარეობა – ფეხები მხრების სიგანეზე, ჩამოშვებული ხელები, დააჭერინეთ ხელში ჯოხის ბოლოები. ასწიოს ხელები ზევით და ჯოხი ზურგს უკან გადასწიოს. შემდეგ გადაიხაროს მარჯვნივ, მარცხნივ და დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას.

პატარა მძლეოსანი
ნებისმიერსათამაშო მოედანზე არის ე.წ. “ჩამოსაკიდებელი” ძელი. ის შეიძლება შვედური კედლის როლში გამოიყენოთ. ძელზე ჩამოკიდებულმა ფეხები მუხლებში უნდა მოხაროს და ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამის განმავლობაში გაჩერდეს. აბა, ვინ უფრო დიდხანს გაძლებს ამ პოზაში?

მერცხალი
საწყისი მდგომარეობა – ფეხები ერთად, ხელები დაშვებული. მარჯვენა ფეხი უკან ასწიოს, ხელები კი გაშალოს და გაშეშდეს. შემდეგ იგივე მარცხენა ფეხითაც გაიმეოროს.

ველოსიპედი
საწყისი მდგომარეობა – ბავშვი წევს ზურგზე და ფეხებით ველოსიპედის ტარების იმიტაციას აკეთებს. ხან “მაკრატლის” მოძრაობებს იმეორებს. ეს ვარჯიში ხერხემალთან ერთად მუცლის პრესსაც აძლიერებს.

გაბრაზებული ფისო
საწყისი მდგომარეობა – ოთხზე დგომა. უთხარით, ვითომ კატაა, რომელიც ბრაზობს, ზურგს მაღლა სწევს. ოთხზე მყოფი სხეულის გაჭიმვა და მოშვება – ეს არის ვარჯიშის მთავარი მოქმედებები.

ნავი
დაწვეს მუცელზე. მუხლებში მოხრილი ფეხები ზევით უნდა ასწიოს, ტერფებს ხელებით მიწვდეს და იქანავოს.

 

ბურთზე გორაობა
შეგიძლიათ შეიძინოთ დიდი რეზინის ბურთი. მასზე ბავშვი მუცლით დაწვეს და სულ ოდნავ გადაიწიოს წინ და უკან. იგივე შეუძლია გააკეთოს ზურგზე მწოლიარემ, უფროსის დახმარებით, რასაკვირველია.

წყარო : mshoblebi.ge

 

Check Also

ojaxi5

როგორ გავზარდოთ ბავშვი კომპლექსების გარეშე

1 შენხელა მე კარგად ვსწავლობდი და წარმატებული ვიყავი ბავშვისთვის მშობლები არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი იციან ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი