ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / ზოდიაქო / 6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო და სიახლეებით დატვირთული დღე გელით. ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ. დილით კარგია ვარჯიში.

კურო
სამსახურის საქმეები დღეს არც გაიხსენოთ. საოჯახოები კი ნათესავებს გადააბარეთ და თავად მეგობრებთან ერთად სამხიარულოდ გაემგზავრეთ.

ტყუპი
ხასიათს მუსიკა გაგიუმჯობესებეთ. თქვენი დადებითი განწყობა ოჯახის წევრებს, მეგობრებს გადაეცემათ და ერთად კარგ საქმეებს შეასრულებთ.

კირჩხიბი
დღე ოჯახის წევრებთან ერთად უნდა გაატაროთ. მოიფიქრეთ გასართობი ბავშვებისთვის და უფროსებისთვისაც.

ლომი
სიახლეებისა და თავგადასავლების განწყობაზე ხართ. თუ შორ მანძილზე ვერ მიემგზავრებით, ექსკურსია ახლომდებარე ქალაქში მაინც მოიწყვეთ.

ქალწული
დღეს სამსახურის საქმეები უნდა დაივიწყოთ. დრო ჰობის, მანქანის მოვლა-განახლებას და ოჯახს უნდა

დაუთმოთ.

სასწორი
წვეულებას ნუ გამოაკლდებით. შეიძლება საწინააღმდეგო სქესის საინტერესო პიროვნებები გაიცნოთ, მაგრამ საყვარელ ადამიანს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.

მორიელი
დილა საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. კარგია წარსულის გაანალიზება, დასკვნების გამოტანა და სამომავლო გეგმების შედგენა. საღამოს ახალგაცნობილი მეგობრები სტუმრად მიგიპატიჟებენ.

მშვილდოსანი
მეგობრებთან ერთად დასვენება და მხიარულება გელით. თავგადასავლები არ მოგაკლდებათ. ახალი იდეები ფურცელზე დაიწერეთ, რათა არ დაგავიწყდეთ.

თხის რქა
დღეს მშვიდ დასვენებას – წიგნების კითხვას, ხელსაქმეს, ტელევიზორის ყურებას – მიანიჭეთ უპირატესობა. ჩამოწერეთ იმ საქმეების სია, რომელთა შესრულებასაც მომავალში აპირებთ.

მერწყული
საყვარელ ადამიანთან ერთად დღე ქალაქგარეთ გაატარეთ. ერთმანეთზე მზრუნველობა და რომანტიკა კიდევ უფრო ბედნიერს გაგხდით.

თევზები
მეგობრებთან შეხვედრა და წვეულების მოწყობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. ყურადღებას ნურც ბავშვებს მოაკლებთ და ნურც საყვარელ ადამიანს.

Check Also

horoskopi-600x580

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალება მოგეცემათ. ზოგიერთს ახალ სამსახურს შესთავაზებენ. კარგი დღე ელით ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი