ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / მსოფლიო / 63 წლის ქალს ჯადოქრობის ბრალდებით სოფლის მოსახლეობამ თავი მოჰკვეთა

63 წლის ქალს ჯადოქრობის ბრალდებით სოფლის მოსახლეობამ თავი მოჰკვეთა

ინდოეთის შტატის, ასამის ერთ-ერთ სოფელში 63 წლის ქალი ჯადოქრობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს და თავი მოჰკვეთეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ასაკოვან ქალბატონს სოფელში გავრცელებულ დაავადებაში ადანაშაულებდნენ.

სონიტპურის რაიონის სოფლის რამდენიმე მაცხოვრებელი მართლაც ვირუსით იყო დაავადებული და მათ გადაწყვიტეს, რომ ეს ქალის ჯადოქრობის შედეგი იყო“ – განაცხადა სამართალდამცავმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში.

63 წლის მოხუცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს, მათ შორის ორი ქალია. პოლიციის განცხადებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ასამის შტატში, ჯადოქრობის ბრალდებით დაახლოებით 90 ადამიანი დაწვეს ან თავი მოჰკვეთეს.

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი