ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / ტექნოლოგია / ოპერაციული სისტემები / Apple / facebook-ის მიხედვით, საქართველოში აიფონის 174 ათასი მომხმარებელი ფიქსირდება

facebook-ის მიხედვით, საქართველოში აიფონის 174 ათასი მომხმარებელი ფიქსირდება

 

ფეისბუკის სარეკლამო სერვისის მიხედვით, რომელსაც ის სხვადასხვა გვერდის ადმინისტრატორებს სთავაზობს, საქართველოში 174 ათასი მომხარებელი ფიქსირდება, რომელიც სოციალურ ქსელს APPLE-ის აიფონით უკავშირდება.

  საუბარია 13-დან 65 წლამდე სოციალური ქსელის იმ მომხარებლებზე, რომლებიც iphone 4-ს, iphone 4s-ს, iphone 5-ს, iphone 5s-ს, iphone 5c-ს, iphone 6-ს ან iphone 6 plus-ს იყენებენ ფეისბუკზე შესვლისთვის.

   ზემოხსენებული 174 ათასიდან 100 ათასი ქალია.

  საქართველო ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნად უსწრებს სომხეთს, სადაც ფეისბუკი სულ 102 ათას (52 ათასი ქალი) Iphone-ს აფიქსირებს.

  რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის სამხრეთ კავკასიაში ლიდერია – 190 ათასი აიფონით, თუმცა ეფლის სმარტფონების უმრავლესობა კაცებს ეკუთვნით, მხოლოდ 68 ათასი ქალი იყენებს აიფონს ფეისბუკზე შესვლისათვის.

  აიფონები ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონებია. ამაზონზე ახალი სიმ ფრი აიფონ 4-ის ფასი 220 დოლარიდან იწყება, ხოლო ბოლო მოდელის iphone 6 plus-ის ფასი 1000 დოლარს აღწევს.

წყარო : netgazeti.ge

 

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი